ყველაზე ჭკვიან ბრიტანელად პაკისტანელი აღიარეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პაკისტანური წარმოშობის 16 წლის გოგონა, მაჰნურ ჩიმა დიდ ბრიტანეთში ყველაზე ჭკვიან მოზარდად აღიარეს. ტესტებმა აჩვენა, რომ მისი ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) უფრო მაღალია, ვიდრე აინშტაინის და სტივენ ჰოკინგის. მაჰნურის შემთხვევაში, ეს „გენეტიკურიცაა“ - მისი და იმარჯვებდა პაკისტანში, მათემატიკის ყველა ოლიმპიადაში. მაჰნურმა უკვე ჩააბარა უამრავი ონლაინ-გამოცდა, ტესტი, ცდა და ყველა მათგანი - უმაღლესი შეფასებით. 11 წლისამ ზეპირად ისწავლა ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონი.

პაკისტანელი ვუნდერკინდი ამ წარმატებას, გარდა აღზრდისა, საკუთარ ძილის რეჟიმსაც უკავშირებს. მისი თქმით, სკოლის შემდეგ, ყოველთვის სამი საათი სძინავს, რადგან ძალიან იღლება და პროდუქტიულ მეცადინეობას ვერ ახერხებს. „საღამოს, 7 საათზე ვიღვიძებ და დასაძინებლად 2 საათზე ვწვები. ძილის წინ, ბოლო საათს ფორტეპიანოზე დაკვრაში ვატარებ“, - ამბობს ყველაზე ჭკვიანი მოზარდი.