სოკო დემენციას აგაცილებთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინელმა სწავლულებმა დაადგინეს, რომ სოკოს შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების განვითარებისა და მისი პროგრესირების შეფერხება. მათი თქმით, ამ ეფექტზე პასუხისმგებელია სოკოს ბიოაქტიური ნაერთები, განსაკუთრებით კი ნეიროპროტექტორული მცირე მოლეკულები. მკვლევარების აზრით, ეს აღმოჩენა იძლევა საშუალებას, რომ სოკო ხანდაზმულთა დემენციის თავიდან არიდების ერთ-ერთ გზად განვიხილოთ.

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ კვების ჩვევების შეცვლამ შეიძლება შეაფერხოს ალცჰაიმერის დაავადების განვითარება, თუმცა სოკოს გავლენა ტვინის ჯანმრთელობაზე ჯერ არ შეუფასებიათ. სწავლულებმა ისიც დაადგინეს, რომ სოკოს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობული თვისებები. მისი ხშირი მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს დემენციის განვითარების რისკს. კვირაში მხოლოდ 300 გრამი სოკო საკმარისია, რომ მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების რისკი 50%-ით შემცირდეს.