დი კაპრიო ისევ შეყვარებულია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოპულარული ჰოლივუდელი მსახიობი და ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძო, 49 წლის ლეონარდო დი კაპრიო კვლავ შეყვარებულია. მისი ამჟამინდელი რჩეული 25 წლის სუპერმოდელი ვიტორია ჩერეტია. როგორც Holliwood Life წერს, წყვილის ურთიერთობა გასულ ზაფხულს, აგვისტოში დაიწყო და ჩანს, ის სულ უფრო სერიოზული ხდება. ყოველ შემთხვევაში, მედიის ცნობით, ვიტორია ლეოსთვის, ამ ეტაპზე, ერთადერთი ქალია.

მოდელთან ერთად, სულ ცოტა ხნის წინ, დი კაპრიო „ჰელოუინის“ წვეულებაზეც გამოჩნდა. წყაროს ცნობითვე, მოდელის შესახებ მსახიობი ამბობს, გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, ამავდროულად, ძალიან ადამიანურიაო. წყაროსვე ცნობით, წყვილს ბევრი საერთო აქვთ. ჩერეტი თავის პროფესიაში საკმაოდ წარმატებულია და ჩანს, ლეო მას მხოლოდ მისი ცნობადობის გამო არ შეურჩევია.