მაკარონი გეიმერებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონურმა კომპანია Nissin-მა, რომელიც სწრაფი მომზადების საკვებზეა სპეციალიზებული, კოფეინიანი ლაფშა გამოუშვა. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, სიახლე შესანიშნავი საკვები იქნება გეიმერებისთვის, რომლებიც ძალიან დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან და ჭამაც კი ავიწყდებათ. მათი მაკარონი მოთამაშეებს დაანაყრებს კიდეც და თან მხნეობასაც შემატებს. არსებული მონაცემებით, ამომავალი მზის ქვეყანაში, გეიმერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მათი რიცხვი 50 მილიონს აჭარბებს. მოთამაშეთა ძირითადი კონტიგენტი ახალგაზრდები არიან.

ენერგეტიკული ლაფშა ორი გემოთი წარადგინეს - ნივრითა და პილპილით. ინგრედიენტებს შორისაა კრევეტები, ღორის ხორცი, კვერცხი და კომბოსტო. ეს უჩვეულო სიახლე იაპონიაში უახლოეს დღეებში გაიყიდება და მისი ღირებულება 280 იენი იქნება.