უნიკალური ცხოველი აღმოაჩინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრაზილიაში უნიკალური ცხოველი აღმოაჩინეს - ის პამპას მელიასა და შინაური ძაღლის ჰიბრიდია. სწავლულები აცხადებენ, რომ ველურ ბუნებაში პირველად ნახეს ასეთი ეგზემპლარი და მას Dogxim უწოდეს. უჩვეულო „ძაღლმელა“ ექსპერტებთან მას შემდეგ მოხვდა, რაც 2021 წელს, ის მანქანამ გაიტანა. ვეტერინარებმა დღემდე ვერ მოახერხეს დადგენა, რა იყო მათ წინაშე, რადგან შავ ლამაზმანს მელაკუდასა და ძაღლისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა.

ცხოველი ძაღლივით ყეფს, ამავდროულად კი მას მელიასავით სახე და ბეწვი აქვს. ტესტების შედეგები სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და დადგინდა, რომ ეს უნიკალური ცხოველია. მიუხედავად ადამიანების მიმართ შიშისა, „ძაღლმელა“ მათ მოფერების საშუალებას აძლევდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ველურ ბუნებაში, შესაძლოა, კიდევ იყოს რამდენიმე ამგვარი არსება.