ნაყინი შაშხითაც დაამზადეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმ დროს, როცა ორცხობილის, ხილისა და შოკოლადის ნაჭრები ნაყინში უკვე ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევა, მაინც ვერავინ წარმოიდგენს, რომ ამ ცივ დესერტში შეიძლება ხორცის ნაჭრებიც აღმოჩნდეს. ოჯახური ფერმა - Windy Brow, რომელიც ნიუ-ჯერსიში მდებარეობს, ნაყინს 2013 წლიდან ამზადებს, თუმცა მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს, რომ საკუთარი კლიენტები უჩვეულო ნაყინით გაეხარებინათ და მასში შაშხი დაამატეს.

ხორცის ნაჭრები ცივ ტკბილეულში მეტად უხეშად რომ არ გამოჩნდეს, მას ჯერ წვავენ, შემდეგ შაქრისა და დარიჩინის ნარევში აკარამელიზებენ. ნაყინში ცაცხვის სიროფს უმატებენ, რაც შაშხის გემოს შესანიშნავად გამოკვეთს.

ამ უცნაური პირის ჩასატკბარუნებელის ღირებულება 3-დან 6.5 დოლარამდეა, მისი წონიდან გამომდინარე. ნაყინის მწარმოებლები ითვალისწინებენ, რომ ხორციანი ნაყინის გემომ, შესაძლოა, დააფრთხოს კლიენტები, ამიტომ მათ მოუწოდებენ, „ნუ იმსჯელებენ წიგნზე, მისი ყდის მიხედვით“.