უკვდავი ცხოველი აღმოაჩინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცოტა ხნის წინ, ამერიკელი ბიოლოგების ჯგუფმა აღმოაჩინა ცხოველი, რომელსაც მუდმივად ცხოვრება შეუძლია. ეს უკვდავი არსება მედუზა Turritopsis Nutricula-ა. ის ტროპიკული ზღვების ფსკერზე ბინადრობს და ძალიან მცირე, დაახლოებით, 3-5 მილიმეტრის ზომისაა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ მედუზამ საკუთარი თავის გაახალგაზრდავება ისწავლა.

როცა მისი ორგანიზმი ზრდასრულ მდგომარეობას აღწევს, ის არ კვდება, ფსკერზე ეშვება და ქიტინის (ორაგნული ნივთიერება, რომლისგანაც შედგება კანი ანუ გარეთა საფარველი) ქერქით იფარება, რის შემდეგაც, ის პოლიპად იქცევა. ქიტინის ქვეშ მედუზის ყველა უჯრედი სრულად ახლდება და ორგანიზმი ზრდასრულიდან კვლავ საწყის მდგომარეობაში გადადის. ამის შემდეგ გაახალგაზრდავებული მედუზა ქიტინის საფარიდან გამოდის და ცხოვრების ციკლს აგრძელებს დაბერებამდე, მერე კვლავ განახლების პროცესი იწყება. ასე კი, შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს. ამჟამად, მეცნიერები ამ ფენომენის კვლევას აგრძელებენ.