რომელი დიეტაა საუკეთესო?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სწავლულებმა დაადგინეს, რომ სკანდინავიური დიეტა სამჯერ მეტ ზედმეტ კილოგრამს გვაკლებს, ვიდრე სხვა, რომელიმე კვების რეჟიმი. გარდა ამისა, კარგი პროფილაქტიკაა ინფარქტისა და ინსულიტის წინააღმდეგ. ათწლეულების განმავლობაში, კარდიოლოგები და დიეტოლოგები უპირატესობას ხმალეთაშუა ზღვის დიეტას ანიჭებდნენ და მას მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევდნენ. ამტკიცებდნენ, რომ კვების სწორედ ეს რეჟიმი უზრუნველჰყოფს ადამიანის დღეგრძელობას, რადგან მას ბევრი დაავადებისგან იცავს. ამიტომ რაციონი, რომელიც ზეითუნის ზეთის, ბოსტნეულის, ხილისა და ზღვის პროდუქტებისგან შედგებოდა, სამაგალითო იყო.

თუმცა, დანიელმა მეცნიერებმა უფრო უკეთესი დიეტა აღმოაჩინეს, რომელიც გაცილებით ეფექტიანია გასახდომადაც და გულსისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც. მათ დაადგინეს, რომ სკანდინავიური სამზარეულო, რომელიც გარეულ კენკრას, თევზს, სხვადასხვა სახის მწვანილს შეიცავს, საუკეთესო ეფექტს შეიცავს. დიეტა გაჯერებულია ხილითა და ბოსტნეულით, კარტოფილით, ყველით, უცხიმო რძით, სოკოთი, ნიგვზით, მარცვლეულით, შინაური ან გარეული ფრინველის ხორცით, თევზით და ზღვის წყალმცენარეებით.

კვების ამ რეჟიმისას, წითელი ხორცის მინიმალური რაოდენობა გამოიყენება, რაც ცხიმების დონეს ამცირებს. გამოკვლევისას, რომელშიც ჭარბი წონის მქონე 181 ადამიანი მონაწილეობდა, სკანდინავიური დიეტით სამჯერ მეტი დაიკლეს, ვიდრე ტრადიციული რაციონით.