ფერმერები შიშველი ქალების შემოსევაზე ჩივიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინგლისში, აგროტურისტული კომპანიების მფლობელები შიშველი მანდილოსნების შემოსევაზე ჩივიან, რომლებიც მზესუმზირების მინდვრებში ფოტოსესიებს აწყობენ. ჰემპშირის საგრაფოში მდებარე ფერმის მფლობელებმა დაწერეს, რომ შიშველი ფოტოების გადაღების მოყვარულებმა „დაატერორეს“ მათი მეურნეობა. ფერმერების თქმით, მზესუმზირის ყვავილობის პერიოდში, მათთან სუსტი სქესის წარმომადგენელთა უზარმაზარი რაოდენობა ჩადის. ეს ჩვენი ოჯახური ტერიტორიაა, გთხოვთ, ნუ გაშიშვლდებით ყანაში, - მიმართავენ ინგლისელი ფერმერები ფოტოსესიის მოყვარულ ქალბატონებს.