ულაქებო ჟირაფი დაიბადა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში, ტენესის შტატში მდებარე ზოოპარკის დამთვალიერებლები ცხოველთა სამყაროს ერთ-ერთი უიშვიათესი მოვლენის ხილვას შეძლებენ. როგორც New York Post-ი წერს, ზოოპარკში, ივლისის ბოლოს, პატარა ჟირაფი დაიბადა, რომლისთვისაც ჯერ სახელიც არ დაურქმევიათ. უჩვეულო კი ის არის, რომ მდედრობითი სქესის პატარა ცხოველს ჟირაფებისთვის დამახასიათებელი ლაქები არ აქვს, ის მთლიანად ყავისფერია.

სპეციალისტების თქმით, ის ერთადერთი, ერთგვაროვანი ყავისფერი ჟირაფია მთელ მსოფლიოში. ახალშობილი ცხოველი ბადისებრი ჟირაფია, რომელიც გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და ის 2018 წელს, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში შეიტანეს.