ჩემპიონატი წარმოსახვით გიტარაზე დაკვრაში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფინეთში, ქალაქ ოულუში, უჩვეულო ჩემპიონატი იმართება. მისი მონაწილეები ერთმანეთს წარმოსახვით გიტარაზე დაკვრაში ეჯიბრებიან. წლევანდელ „შერკინებაში“ მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი ნანამი შევენ შეას ნაგურა გახდა. მან ყველაზე მეტი - 35.8 ქულა დააგროვა. ნაგურა შეჯიბრში 2014 წლიდან ჩაერთო და წელს, უკვე მესამედ იასპარეზა. ჩემპიონატი ყოველწლიურია, რომლის მონაწილეები გიტარაზე დამკვრელების მოძრაობების იმიტირებას ახდენენ და წარმოსახვით ინსტრუმენტზე „უკრავენ“. კონკურსი ორ-ეტაპიანია - პირველი ეტაპის მონაწილეები წინასწარ მომზადებულ კომპოზიციებს „უკრავენ“, მეორე ეტაპზე კი „იმპროვიზაცია“ უწევთ. პირველად, ეს უჩვეულო ჩემპიონატი, 1996 წელს გაიმართა.