ლოკოკინებით მილიონებს შოულობს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანიაში მცხოვრები ქალბატონი გიგანტური ლოკოკინების მოშენებითაა  დაკავებული და ამ ბიზნესით მილიონობით დოლარს შოულობს. მიუნხენელი კრის ბაკლი ლოკოკინებით მაშინ დაინტერესდა, როცა მისი ვაჟი ავადმყოფობდა და უვლიდა. იმის გამო, რომ ბავშვს მუდმივი მოვლა სჭირდებოდა, კრისმა სამსახური მიატოვა. ერთადერთი შემოსავალი, რაც მაშინ მის ოჯახს ჰქონდა, სოციალური დახმარება და ადგილობრივი ეკლესიიდან მიღებული სურსათი იყო. მცირე კვლევების ჩატარების შემდეგ, ქალმა 60 დოლარად შინაური, აფრიკული ლოკოკინა იყიდა.

სულ მალე, სოციალურ ქსელში გაჩნდა მისი ვიდეოები „აღსაზრდელთან“ ერთად და მომხმარებლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ასეთი შინაური ცხოველის ყოლა სხვებსაც მოუნდათ და კრისმა მათი მოშენება და გაყიდვა გადაწყვიტა. საქმე იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ოჯახი უმალ ფეხზე დადგა. ქალის თქმით, აფრიკული ლოკოკინების რეალიზაციით, წელიწადში, მილიონობით დოლარს შოულობს, მის ფერმაში კი ამჟამად, 5 ათასზე მეტი მოლუსკი ცხოვრობს, რომლებსაც სამი თანამშრომელი უვლის.