დაბინძურებულ წყალს ჰიდროგელით გაწმენდენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა ტეხასის უნივერსიტეტიდან ჰიდროგელის ტაბლეტები შექმნეს, რომელსაც დაბინძურებული წყლის სწრაფად გაწმენდა შეუძლია. ამ აბს ერთ საათში შეუძლია, ერთი ლიტრი მდინარის წყლის დეზინფიცირება და ის სასმელად ვარგისი იქნება. წყლის გაწმენდის ძირითად მეთოდებთან შედარებით, როგორიცაა მისი ადუღება და პასტერიზაცია, რაც თავის მხრივ, ენერგიასა და დროს მოითხოვს, ჰიდროგელის შექმნა არ საჭიროებს ენერგოხარჯებს და არ გამოყოფს მავნე პროდუქტებს.

ჰიდროგელები წარმოქმნის წყალბადის ზეჟანგს ბაქტერიების ნეიტრალიზაციისთვის, რასაც 99.999%-იანი ეფექტიანობით ახერხებს. წყალბადის ზეჟანგი ზემოქმედებს აქტივირებულ ნახშირთან, რათა შეუტიოს ბაქტერიების ძირითად უჯრედულ კომპონენტებს და დაარღვიოს მათი მეტაბოლიზმი. მკვლევართა მოსაზრებით, ჰიდროგელის დასამზადებლად საჭირო მასალა იაფია, სინთეზის პროცესი კი უმარტივესი, ის თავისუფლად შეიძლება გამოიყენონ დიდ მასშტაბებში.