ჰოლი ბერი ალიმენტს გადაიხდის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჰოლი ბერიმ, როგორც იქნა, დაასრულა რვაწლიანი განქორწინების პროცესი ფრანგ მსახიობ ოლივიე მარტინესთან. წყვილმა შეინარჩუნა ერთობლივი მზრუნველობა ვაჟიშვილზე, რის გამოც, ჰოლივუდის ვარსკვლავ ბერის მოუწევს, ყოფილ მეუღლეს, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად, რვა ათასი დოლარი გადაუხადოს.

გარდა ამისა, ჟურნალ  People-ს ინფორმაციით, ჰოლი ვალდებულია, მარტინესს 4.3% გადაუხადოს მისი ნებისმიერი შემოსავლიდან, რაც თითქმის ორ მილიონ დოლარზე მეტი გამოდის და ასევე, გაიღოს ყველა ხარჯი შვილის სწავლისთვის. შავკანიანმა მსახიობმა ჰოლი ბერიმ პოპულარობა ფილმის - „იქს-ადამიანების“ შემდეგ მოიპოვა. ის „ბონდიანაშიც“ მონაწილეობდა, ხოლო ფილმ „მონსტრების მეჯლისში“ შესრულებული როლისთვის კი „ოსკარიც“ დაიმსახურა.