საბავშვიო ბაღი ზრდასრულებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნისლიან ალბიონზე, ედინბურგში, ახალი საბავშვო ბაღი - Big Kid Kindergarden გაიხსნა (დიდი ბავშვების საბავშვო ბაღი), სადაც 16 წელს გადაცილებულ ადამიანებს ბავშვობაში დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევათ. ბაღის სტუმრებს, სულ რაღაც 10 გირვანქა სტერლინგად, შეუძლიათ, ბაღში მთელი დღე ითამაშონ - ააწყონ კონსტრუქტორები, მოუსმინონ ზრაპრებს და ქვიშაში გაერთონ. მსურველებისთვის ბაღის გაკვეთილებზე ონლაინ-დასწრებაც შესაძლებელია.

პროექტის ორგანიზატორი და აღმზრდელი ქალბატონი სოლეია, რომელიც შვიდი წელია, სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობს. მისი თქმით, ბავშვებისთვის ბევრი წრე და საზაფხულო ბანაკებია, უფროსები კი ამ ყველაფერს მოკლებულნი არიან და ეს ბაღიც ამ ვითარების გამოსასწორებლად გაიხსნა. შოტლანდიის დედაქალაქში დიდების საბავშვო ბაღი აგვისტოში მუშაობდა, სექტემბერში პროექტი ავსტრიაში, კერძოდ, ვენაში გადაინაცვლებს, ოქტომბერსა და ნოემბერში ბაღში წასვლას ესპანელ ზრდასრულებიც შეძლებენ, მომავალი წლიდან კი მათ ამერიკელებიც შეუერთდებიან.