„ოქროს“ ლიპოსაქცია გახდომის მსურველებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლიპოსაქციის პრინციპულად ახალი მეთოდიკა შეიმუშავეს კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა - მას ოქროს ნანონაწილაკების გამოყენებით ატარებენ და ამ პროცედურას NanoLipo უწოდეს. უფრო ადრე, მედიკოსებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის დროსაც, ოქროს ნანონაწილაკებს სიმსივნის შიგნით ათავსებდნენ, შემდეგ კი მას ინფრაწითელი გამოსხივებით აცხელებდნენ. შედეგად, კიბოს უჯრედები ეფექტურად იშლებოდა, ჯანმრთელი კი დაუზიანებელი რჩებოდა. ახლა, ზუსტად მსგავს პროცედურას სწავლულები ცხიმოვან ქსოვილთან დაკავშირებითაც გვთავაზობენ.

ახალი მეთოდიკით, ნანონაწილაკები შეჰყავთ ცხიმდაგროვების ზონაში, შემდეგ კი პაციენტის სხეულის ეს ნაწილი ინფრაწითელი შუქით ცხელდება. რადგან ცხიმი შედარებით დაბალ ტემპერატურაზე დნება, ქსოვილების სხვა უჯრედები ვერ ასწრებენ დაზიანების მიღებას. შემდეგ, ლიპოსაქციის ნემსის მეშვეობით, სპეციალისტები გამდნარ ცხიმს ამოქაჩავენ. ექიმების მტკიცებით, ლიპოსაქციის ასეთი მეთოდი გაცილებით უსაფრთხოა ორგანიზმისთვის. ტრადიცული პროცედურებისას, სპეციალისტს ნემსი მკვრივ ცხიმში შეჰყავს და მისი ამოტუმბვა გვერდით არსებულ ქსოვილებსაც აზიანებს. ჯერჯერობით, ახალ ტექნოლოგიას სწავლულები აქტიურად სცდიან ცხოველებზე, მაგრამ როგორც ვარაუდობენ, უკვე წლის ბოლოს, კლინიკურ ცდებსაც ჩაატარებენ.