ყველაზე მაღალი კატა მსოფლიოში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოში ყველაზე მაღალ კატას, სახელად ფენრირს, დამოუკიდებლად შეუძლია კარის გაღება და ასევე, მაგიდასთან ჭამა და არა მასზე ახტომით კვება. ამის შესახებ შინაური ცხოველის პატრონი, უილ პაუერსი აცხადებს. სავანას ჯიშის კატა, მიუხედავად უკვე არსებული ზომებისა, ზრდას კვლავ აგრძელებს.

პაუერსი ამბობს, რომ საყვარელ ცხოველს კვებაში ზღუდავს, უფრო დიდი ზომების რომ არ გახდეს. ფენრირი გინესის წიგნის რეკორდსმენია, როგორც „დღეისთვის არსებული ყველაზე მაღალი შინაური კატა“. მისი სიმაღლე (წელზე) 47.83 სანტიმეტრია.