ყველაზე მსუქანმა ადამიანმა წონაში დაიკლო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველაზე მსუქანმა ადამიანმა მსოფლიოში, მექსიკელმა ხუან პედრო ფრანკომ წონაში 330 კილოგრამით დაიკლო. 2016 წელს, ის 595 კილოგრამს იწონიდა და იმდენად მძიმე იყო, რომ მისი აყენება მხოლოდ რვა ადამიანს შეეძლო. ასეთი გიგანტური წონის გამო, ხუანი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, გახდომა. იმ პერიოდში, ხუანს სიარულიც არ შეეძლო და ტუალეტში წასვლის ნაცვლად, პამპერსს ხმარობდა.

რამდენიმე ხნის წინ, მექსიკელმა საკუთარი ფოტოები გაავრცელა. მან წონის ნახევარზე მეტი მოიკლო და ახლა ფეხზე მყარად დგას. როგორც თავად აღნიშნავს, გახდომაში ბარიატრიული ოპერაცია, სხვადასხვა დიეტა და მსუქნებისთვის განკუთვნილი სპეციალური ვარჯიშები დაეხმარა.