ქალი ლაქტაციის გამო გინესის წიგნში მოხვდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

35 წლის ამერიკელი, ელიზაბეტ ანდერსონ-სირ, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, რადგან მან ტონანახევარზე მეტი საკუთარი რძე გაიღო ახალშობილების გამოსაკვებად. როგორც Daily Mail-ი წერს, ჯერ კიდევ 2014 წელს, ახალგაზრდა ქალს იშვიათი ჰიპერლაქტაციის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, როდესაც ის პირველ შვილს ელოდებოდა. ორსულობის მე-20 კვირაში, ყოველდღიურად, მისი სარძევე ჯირკვალი 800 მილილიტრზე მეტ რძეს გამოყოფდა. ქალი იძულებული იყო, რძე გამოეწველა. მშობიარობის შემდეგ ელიზაბეტს ლაქტაცია კიდევ უფრო გაუძლიერდა.

მედიკოსების თქმით, მის ტვინში არსებული ჰიპოფიზის ჯირკვალი ძალიან ბევრ პროლაქტინს - ჰორმონს გამოიმუშავებს, რომელიც დედის რძის მიღებას ასტიმულირებს. ბავშვის დაბადების შემდეგ, ლაქტაციის დონე თანდათან უბრუნდება ნორმას, თუმცა ელიზაბეტის შემთხვევაში ასე არ მოხდა და შეწუხებულმა დედამ გადაწყვიტა, რძე გამოეწველა, პაკეტებში მოეთავსებინა და იმ ჩვილებისთვის გაეგზავნა, რომლებსაც სჭირდებოდათ. ქალის თქმით, ლაქტაციის ცხრა წლის განმავლობაში (მან კიდევ ორი შვილი გააჩინა), ჯამში, 2 600 ლიტრზე მეტი რძე გაიღო და გინესის რეკორდსმენი გახდა. ელიზაბეტი ამბობს, რომ უმცროსი შვილის კვებას რომ დაასრულებს, ორმაგ მასტექტომიას გაიკეთებს და ორივე სარძევე ჯირკვალს მოიკვეთს.