კრუიზს კატებისთვის აწყობენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სინგაპურში, მხოლოდ კატებისა და მათი მფლობელებისთვის, სპეციალური საზღვაო კრუიზები ამოქმედდა. შინაური ცხოველები და მათი პატრონები 47-მეტრიანი ხომალდის ბორტზე მიიწვიეს, რომელიც კუნძულ სენტოზას გარშემო იმოძრავებს. გემზე კატებისთვის სპეციალური სათამაშო ზონები და წამოსაწოლი ადგილებია გათვალისწინებული. ადამიანებისთვის კი შემუშავებულია პროგრამა ვახშმით, ფოიერვერკებითა და მსახიობების გამოსვლებით.

საკრუიზო გემის ბორტზე მოსახვედრად ერთადერთი პირობა უნდა დააკმაყოფილოთ - აცრილი კატები უნდა გყავდეთ. გარდა ამისა, ბორტზე არასტერილიზებულ ცხოველებსაც არ დაუშვებენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, სინგაპურში მსგავსი კრუიზები უკვე მოეწყო, ოღონდ, ის ძაღლებზე იყო გათვლილი. კრუიზები საკმაოდ პოპულარული იყო, ამიტომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, წარმატებული გამოცდილება ამჯერად კატებისთვის გაიმეორონ.