საუკეთესო ზეითუნის ზეთს აფრიკაში ამზადებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანეთში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე - EVOOLEUM, Extra Virgin-ის 1 000-ზე მეტი ნიმუშის ბრმა დეგუსტაციის შემდეგ, ჟიურიმ საუკეთესოდ სამხრეთ აფრიკული ზეთი დაასახელა. პროდუქციას 26 ექსპერტი აფასებდა მსოფლიოს ათი ქვეყნიდან.

ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთს სამხრეთ აფრიკული უდიდესი ბრენდი De Rustica Olive Estate Coratina აწარმოებს. პროდუქტმა კონკურსზე არა მხოლოდ მაღალი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, არამედ „აბსოლუტურად საუკეთესო ზეითუნის ზეთი 2023“-ის წოდებაც.