მუზეუმი ტურისტებს სოლიტერებით იზიდავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეს მუზეუმი სუსტი ნერვების მქონეთათვის არ არის. უკვე 65 წელზე მეტია, ამომავალი მზის ქვეყნის დედაქალაქში არსებობს ადგილი, სადაც შეგიძლიათ, პარაზიტების სამყაროს გაეცნოთ. ის 1953 წელს გაიხსნა და მსოფლიოში პირველი იყო. იმ დროს იაპონიაში ყველას ჰყავდა პარაზიტები, დღეს კი - ძალიან ცოტას.

ადამიანებს ისინი საკმაოდ საინტერესოდ მიაჩნიათ და მათ სანახავად სიამოვნებით მოდიან აქ, - აცხადებს მუზეუმის დირექტორი. სოციალური ქსელების მეშვეობით, დაწესებულება უცხოელებშიც საკმაოდ პოპულარული გახდა და მუზეუმი არც ტურისტების ნაკლებობას უჩივის.

პარაზიტებს შორის აქ ყველაზე დასამახსოვრებელი სოლიტერია, რომლის სიგრძეც 8 მეტრს აღწევს. მუზეუმში ამ არსებებისა და მათი სახეობების შესახებ ბევრ რამეს გაიგებთ. ექსპოზიციაში მსოფლიოს მკვლევარების კერძო კოლექციებიდანაცაა  წარმოდგენილი ექსპონატები. სამახსოვროდ რამის წაღებას თუ მოისურვებთ, სუვენირების დახლზე ყველაზე პოპულარული მაისურია - სოლიტერით და მისი ფასი 30 დოლარია.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმში შესვლა უფასოა, თუმცა შემოწირულობას მიესალმებიან.