მობილურის საპოვნელად წყალსაცავი დააშრო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდოეთში, საჯარო მოხელემ საკუთარი მობილური ტელეფონის წყლიდან ამოსაღებად წყალსაცავი დაცალა. საკვების ინსპექტორ რაჯეშ ვიშვასს, „სამსუნგის“ ფირმის 1200-დოლარიანი ტელეფონი, ხერხატას წყალსაცავში, სელფის გადაღებისას ჩაუვარდა.

თავდაპირველად მოხელემ მყვინთავები დაიქირავა და მის გაჯეტს ისინი ეძებდნენ, თუმცა მოგვიანებით, ვიშვასმა ადგილზე სატუმბი მანქანა მიიყვანა და წყალსაცავიდან 2 მილიონ ლიტრამდე წყალი ამოტუმბა, რისთვისაც მას სამი დღე დასჭირდა.

საჯარო მოხელე ირწმუნებოდა, რომ მობილურში მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავდა და მისი ამოღება აუცილებელი იყო. ამის მიუხედავად, ვიშვასი სამსახურიდან გაათავისუფლეს და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს. აღმოჩნდა, რომ წყლიდან ამოღებული ტელეფონი აღარ შეკეთდება...