შიმშილობა იმუნურ სისტემას აღადგენს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები მოულოდნელ დასკვნამდე მივიდნენ - აღმოჩნდა, რომ რეგულარული, მაგრამ შეზღუდული პერიოდებით შიმშილობა (მხოლოდ ოთხ დღემდე) აღადგენს ადამიანის იმუნურ სისტემას. მეტიც, ამ დროს, სისხლში ლეიკოციტების დონე მატულობს. ასეთი შიმშილობა განსაკუთრებით ეფექტიანი შეიძლება იყოს დასუსტებული იმუნიტეტის მქონეთათვის, მაგალითად, სიმსივნით დაავადებულთათვის. საკვებზე დროებით უარის თქმა, ასევე, ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების ნიველირებას ახდენს.

შიმშილობისას, ღეროვანი უჯრედები ლეიკოციტების პროდუცირებას ახდენენ და მთელ იმუნურ სისტემას აღადგენენ. ეს კი იმის გამო ხდება, რომ შიმშილის პირობებში, სხეული ცდილობს, შეინახოს ენერგიის მაქსიმალური რაოდენობა. ამ პროცესის „გვერდითი ეფექტი“ ძველი, სუსტი და დაზიანებული იმუნური უჯრედების თავიდან მოშორებაა. აღსანიშნავია, რომ ადრე სპეციალისტები კატეგორიულად უკრძალავდნენ შიმშილობას ავადმყოფებს, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. კიბოთი დაავადებული პაციენტების გარდა, ხანმოკლე შიმშილობა ხანდაზმული ადამიანებისთვისაც სასარგებლოა.