განგრენის საწინააღმდეგო წამალი შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპეციალისტებმა ისრაელის კომპანია Atox Bio-დან, რომელიც მძიმე ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატებს აწარმოებს, 23 მილიონი დოლარი მიიღო ახალი წამლის - AB103 გამოსაცდელად. ეს პრეპარატი რბილი ქსოვილების ნეკროტულ ინფექციებს უნდა შეებრძოლოს. მასშტაბური კლინიკური გამოცდები მომავალი წლიდან დაიწყება. წამალი იმუნომოდულატორია და პეპტიდებისგან შედგება, რაც განსაკუთრებულად მოქმედებს.

პრეპარატი ცვლის ადამიანის იმუნიტეტს ისე, რომ არ აფერხებს მის აქტიურობას. თუ ცდების შედეგად წამალი დამტკიცდება, ის ათასობით ადამიანს მისცემს შანსს, სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეინარჩუნოს. რბილი ქსოვილების ნეკროტულ ინფექციებს სხვადასხვა მიკროორგანიზმები იწვევენ. მისი დიაგნოსტირება რთულია: გარეგნულად ის მხოლოდ პატარა წყლულის სახით ჩნდება. ინფექციის ძირითადი ფორმები ბაქტერიული, სტრეპტოკოკური განგრენა, ან ნეკროტული ფასტიციიტია.