ოთახის ყვავილები კიბოს წინააღდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოთახის მცენარეები შენობებში, ეფექტიანად აქრობენ ბენზინის ტოქსიკურ ორთქლს, რომელიც სიმსივნეს იწვევს, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრალიელი სწავლულები, ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად. ოთახის ყვავილები რამდენიმე საათში აქრობენ ჰაერში არა მხოლოდ ყველაზე უფრო მავნე დამაბინძურებლებს, არამედ, კანცეროგენულ ბენზოლსაც. ის უფრო მალე ქრება, ვიდრე სხვა, მავნე ნივთიერებები.

ასევე, აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტი ტოქსინია ჰაერში, მით უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოქმედებენ მცენარეები, - აცხადებს კვლევების წამყვანი მეცნიერი. ექსპერიმენტების შედეგად გაირკვა, რომ ოთახის რამდენიმე მცენარისგან შემდგარმა მწვანე კედელმა ჰაერიდან ყველაზე ტოქსიკური ნივთიერებების 97% რვა საათში გააქრო. დაბუნძურებული ჰაერი შენობებში მოქმედებს ადამიანის, როგორც ფიზიკურ, ასევე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ბენზოლის შესუნთქვა, რომელიც ოთახში გარედან ხვდება, იწვევს ტავის ტკივილს, ფილტვების გაღიზიანებას, დიარეის შეგრძნებას, ასთმასა და ონკოლოგიურ დაავადებებს.