ბოსა-ნოვას ვარსკვლავი გარდაიცვალა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილი ბრაზილიელი ჯაზ-მომღერალი ასტრუდ ჟილბერტო, 83 წლის ასაკში, აშშ-ში, ფილადელფიაში გარდაიცვალა. მუსიკოსი ბრაზილიაში, ბრაზილიელი დედისა და გერმანელი მამის ოჯახში დაიბადა. მან პოპულარობა გასული საუკუნის 60-70-იან წლებში მოიპოვა.

მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციაა „გოგონა იპანემადან“ (The Girl From Ipanema), რომლის 5 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაიყიდა. ჟილბერტომ უდიდესი წვლილი შეიტანა სამბასა და ბოსა-ნოვას პოპულარიზაციაში, არის „გრემის“ არაერთი ჯილდოს მფლობელი.