ალ პაჩინო მეოთხე შვილს ელოდება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უცხოური გამოცემების ინფორმაციით, ჰოლივუდის 83 წლის ვარსკვლავი ალ პაჩინო და მისი შეყვარებული ნულ ალფალაჰი საერთო შვილს ელოდებიან. ეს ინფორმაცია მსახიობის წარმომადგენლებმა The Hollywood Reporter-ს დაუდასტურეს. ალ პაჩინოს მეგობარი ქალი ორსულობის მერვე თვეშია, ის 29 წლისაა და წარმოშობით ქუვეითიდანაა. თუმცა, ლოს-ანჯელესში გაიზარდა და წარმატებული კინოპროდიუსერი გახდა. ნურმა და „ნათლიას“ ვარსკვლავმა ურთიერთობა გასული წლის აპრილში დაიწყეს. გამოცემების ცნობით, გოგონა მანამდე, ასევე, ასაკოვან მიკ ჯაგერს ხვდებოდა (მუსიკოსი ახლა 79 წლისაა), რომანი ჰქონდა 61 წლის მილიონერთან, ნიკოლას ბერგრუენთან. იმასაც ამბობენ, რომ ნურის ურთიერთობა ჰქონდა 93 წლის კლინტ ისტვუდთანაც, თუმცა ალფალაჰის თქმით, ჰოლივუდის ლეგენდა, უბრალოდ, მისი ოჯახის მეგობარია. აღსანიშნავია, რომ ალ პაჩინო მამა მეოთხედ გახდება. მას უკვე ჰყავს 33 წლის ქალიშვილი, ჯული და 22 წლის ტყუპები - ანტონი და ოლივია.