მეგობრების რიცხვი თავის ტვინზე მოქმედებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბევრ ადამიანთან ურთიერთობა თავის ტვინის იმ ზომას ადიდებს, რომელიც სოციალურ ქცევაზეა პასუხისმგებელი, - დაადგინეს ბრიტანელმა მეცნიერებმა, ოქსფორდის უნივერსიტეტიდან. საერთო იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ტვინი სოციალური გარემოსა და სოციალური უნარების მიხედვით ეწყობა, - ასე ხსნიან სწავლულები. მათ წინასწარი, პატარა კვლევა ჩაატარეს 27-დან 70 წლამდე ასაკის 18 მოხალისეზე. ისინი გამოკითხეს, რამდენ მეგობარს ეკონტაქტებოდნენ ერთი თვის განმავლობაში, კვლევების წინ. მეგობრების რაოდენობა ათიდან ორმოცამდე მერყეობდა. მკვლევარები შეეცადნენ, სოციალური კონტაქტის ნებისმიერი ფორმა გაეთვალისწინებინათ: პირადი, სატელეფონი, თუ ელექტრონული. მათ მოხალისების ტვინების სკანირებაც ჩაატარეს და გაარკვიეს, რა აქვთ საერთო ერთმანეთის მსგავსი სოციალური ცხოვრების მქონე ადამიანებს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მათ, რომლებსაც ბევრ ადამიანთან ჰქონდათ კონტაქტი, თავის ტვინის რამდენიმე სფერო უფრო დიდი ჰქონდათ და ტვინის სხვა ნაწილებთანაც მეტი კავშირი ჰქონდათ, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც შედარებით ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ. აქედან მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ტვინის გარკვეული ნაწილი ზომა ინდივიდის ცხოვრების წესს უკავშირდება. თუმცა, სწავლულები ამის დამტკიცებას ვერ ახერხებენ, რადგან შესაძლოა, ეს პირიქითაც იყოს - სწორედ ტვინის ზომა იყოს ადამიანის კონტაქტურობის განმსაზღვრელი.