რძე გახდომაში დაგეხმარებათ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელი მკვლევარები გვირჩევენ, წონაში დასაკლებად, დღეში ორი ჭიქა რძე დავლიოთ. სწავლულების განმარტებით, ეს მეთოდი ორგანიზმს არავითარ პრობლემას არ უქმნის. სპეციალისტებმა კვლევა 40-დან 65 წლამდე ასაკის მამაკაცებსა და ქალებზე ჩაატარეს და ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტში მონაწილე ყველა პირი ზედმეტ წონას უჩიოდა. ორწლიანი დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მოხალისეები გახდნენ, ამასთან, მათ ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ შექმნია. რძის საშუალებით დაკლებას ფასეული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის. ექიმები განმარტავენ, რომ წონაში კლების პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს, ადამიანის ორგანიზმს კი სტრესისგან იცავს, ცხიმებს წვავს და კანიც ლამაზად გამოიყურება.