8 000 ნაბიჯი სიკვდილის რისკს ამცირებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონელმა და ამერიკელმა სწავლულებმა, კიოტოსა და ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტებიდან, დაადგინეს, რომ თუ ადამიანი კვირაში რამდენჯერმე მოიწყობს აქტიურ დღეებს და დღეში 8 000 ნაბიჯს გაივლის, ეს 15%-ით შეამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს. კვლევის ავტორებმა 2005-2006 წლებში, 3100 ზრდასრულის ფიზიკური აქტივობის მონაცემები გააანალიზეს, მერე კი ათი წლის შემდგომ, გაეცნენ სიკვდილიანობის სტატისტიკას. აღმოჩნდა, რომ ვინც კვირაში ერთი ან ორი დღე გადიოდა 8000 ნაბიჯს (დაახლოებით, 6.4 კილომეტრი), მათთან 14.9%-ით ნაკლები იყო სიკვდილის ალბათობა შემდგომი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე მათთან, რომლებმაც ვერ შეძლეს ამდენი სიარული. გარდა ამისა, ადამიანებს, რომლებიც კვირაში სამი-შვიდი დღე გადიოდნენ ამ მანძილს, ნებისმიერი მიზეზით გარდაცვალების რისკი კიდევ უფრო დაბალი - 16.5% ჰქონდათ.