საწოლში წოლისთვის ფულს გადაგიხდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ 12 მოხალისე უკვე შეარჩია, რომლებიც 60 დღის განმავლობაში საწოლში იწვებიან, თან ფეხებს, თავთან შედარებით, 6 გრადუსით მაღლა შემოაწყობენ. ამ მდგომარეობაში მათ უნდა იკვებონ, შხაპი მიიღონ და ტუალეტშიც იარონ.

იმის გამო, რომ სისხლი თავს მიაწვება, არასაკმარისი გამოყენების გამო, კუნთებიც დასუსტდება და სხეულის მდგომარეობაც შეიცვლება. სააგენტოს ექსპერიმენტი კოსმოსში ასტრონავტების ყოფნის იმიტაციაა.

მოხალისეებს სამ ჯგუფად დაყოფენ. პირველი ჯგუფის წევრები ველოტრენაჟორზე პედლებს დაატრიალებენ, მეორენი - ცენტრიფუგაში იტრიალებენ, მესამე ჯგუფის წევრები კი, უბრალოდ, სულ დასვენებულები იქნებიან. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, თითოეული მონაწილე ჯილდოდ 18 ათას ევროს მიიღებს.