წამწამების ტუში სიბრმავეს იწვევს?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდი ბრიტანეთის თვალის კლინიკების სპეციალისტები აცხადებენ, რომ წამწამების ტუში, შესაძლოა, სიბრმავის წარმოქმნის მიზეზი გახდეს. ის მანდილოსნებს მომნუსხველ გამოხედვასაც ანიჭებს, თუმცა, როგორც ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, ეს კოსმეტიკა სიბრმავის წარმოშობის მიზეზიც შეიძლება გახდეს. კვლევების მიხედვით, ქალები თავს საფრთხეში იგდებენ, როცა ვადაგასულ ტუშს იყენებენ.

გამოკითხვებისას, რესპონდენტთა 70%-მა აღიარა, რომ ისე ხმარობდნენ ტუშსა და თვალის ფანქარს, არ იცოდნენ, რომ ვადა რამდენიმე თვის წინ გაუვიდა. მკვლევარებმა ისიც დადგინეს, რომ გამოკითხვაში მონაწილეთა ორი მესამედი ვადაგასულ ტუშს ერთი წლის განმავლობაში იყენებდა. ისეთებიც კი აღმოჩნდნენ, რომლებიც ათი წლის წინ ვადაგასულ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებდნენ.

გარდა ამისა, რესპონდენტი ქალბატონების 20%-ს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მაკიაჟის საშუალებებს საერთოდ ვადა ჰქონდა. ვადაგასულ დეკორატიულ კოსმეტიკას, უარეს შემთხვევაში, შეუძლია, ალერგია გამოიწვიოს. თუმცა, სწავლულები აცხადებენ, რომ საქმე გაცილებით რთულადაა. თხევადი სახის კოსმეტიკური საშუალებები ბაქტერიების გამრავლების საუკეთესო წყაროა. მათი გამოყენებით, პათოგენური მიკროორგანიზმებით ინფიცირება ხდება. სპეციალისტები ყველა მანდილოსანს მოუწოდებენ, აუცილებლად შეამოწმონ კოსმეტიკის ვარგისიანობის ვადა და ის თბილ ადგილას არ შეინახონ.