„ფასტფუდი“ ნაწლავების დაავადებას იწვევს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კვების მავნე პროდუქტები და ანტიბიოტიკები სულ უფრო ზრდის ახალგაზრდა ადამიანების რაოდენობას, რომელთაც კრონის დაავადება - საჭმლის მომნელებელი სისტემის საშიში სენი სჭირთ. ამჟამად, ამ დაავადების გამო ჰოსპიტალიზაცია სამჯერ მეტ ახალგაზრდას სჭირდება, ვიდრე ათი წლის წინ. კრონის დაავადება საკვების მომნელებელი ტრაქტის ანთებას იწვევს. ის ხელს უწყობს ხშირ დიარეას, ტკივილს მუცლის არეში, დაღლილობასა და სისხლდენას. პაციენტებს ნაწლავების მიკროფლორა ძლიერ აქვთ შეცვლილი.

დაავადებას ვერ კურნავენ და ხშირად, ის ადრეულ ასაკშივე ვლინდება. რაც შეეხება მავნე პროდუქტებს, რაც განსაკუთრებით მდიდარია ცხოველური, ან ნაჯერი ცხიმებით, ჯერჯერობით, მათსა და კრონის დააავდებას შორის პირდაპირი კავშირი არ დადეგნილა, თუმცა სპეციალისტები თანხმდებიან, რომ გარე ფაქტორები უფრო ართულებენ ამ დაავადებისადმი მიდრეკილი ადამიანების მდგომარეობას. ამაში არასწორ კვებასაც საკუთარი „წვლილი“ შეაქვს.