რამდენი სურნელის გარჩევა შეუძლია ადამიანს?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა ბიოლოგებმა ადამიანის ცხვირის მგრძნობელობის შეფასების უნიკალური სისტემა შექმნეს. ამისთვის ექსპერტებმა „შემადგენელი“ არომატული ნარევები გამოიყენეს, რომლებიც ექსპერიმენტისას, იმის გარკვევაში დაეხმარათ, რომ ყნოსვის ორგანოს ტრილიონზე მეტი სურნელის გარჩევა შეუძლია. მეთოდიკა კი შემდგომშია: პირველ ეტაპზე, სწავლულებმა გამოყვეს 128 მოლეკულა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადვილად გასარკვევ და დამახასიათებელ სუნებზე, როგორებიცაა ანისი, პიტნა და სხვა მსგავსი. მას შემდეგ, რაც საკმაო რაოდენობის ინგრედიენტები შეაგროვეს, სპეციალისტებმა ისინი სხვადასხვა პროპორციებით შეურიეს და ამ გზით, რამდენიმე ასეული „უნიკალური“ ნარევი მიიღეს. კვლევის მეორე ეტაპზე, მოხალისეებს სამი ჭურჭლიდან აძლევდნენ ნაკრებს დასაყნოსად, სადაც ორი იდენტური არომატული ნარევი იყო, ერთი კი - მოლეკულების განსხვავებული ნაკრები. ბიოლოგები იმის გარკვევას ცდილობდნენ, ადამიანის ცხვირი რა მომენტში ვერ შეძლებდა სუნების გარჩევას. აღსანიშნავია, რომ მოხალისეები წარმატებით პოულობდნენ განსხვავებას. ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ყნოსვის ორგანოს ტრილიონზე მეტი სხვადასხვა სუნის გარჩევა შეუძლია. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უნარი, მოახდინოს სურნელების იდენტიფიცირება, დამოკიდებულია მისი ცხოვრების წესზე. ცნობილი პარფიუმერი ვერასდროს გახდებით, თუკი მოწევის მავნე ჩვევა გახასიათებთ.