აუქციონზე კრიპტოვალით ივაჭრებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუქციონის ცნობილი სახლი - Sotheby’s, პირველად ისტორიაში, ნახატს კრიპტოვალუტაზე გაყიდის. ეს პოპულარული სთრით-არტ მხატვრის, ბენქსის ნამუშევარი იქნება. ნახატზე, სახელწოდებით - Love is in the Air, საპროტესტო აქციის მონაწილეა გამოსახული, რომლიც ყვავილების თაიგულს ისვრის. აუქციონზე ვაჭრობა 12 მაისს შედგეება. მყიდველს შეუძლია, სურათში თანხა ბიტკოინებით, ან კრიპტოვალუტა Ethereum-ით გადაიხადოს. უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელი NFT-ს (non-fungible token) ბუმი იყო. მხატვრები, მუსიკოსები, ჟურნალისტები საკუთარ შემოქმედებას კრიპტოვალუტა - ტოკენად აქცევენ და მათ წარმოუდგენლად მაღალ ფასად ჰყიდიან.