ქალაქში ცხოვრება ფსიქიკისთვის სასარგებლოა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბევრი ადამიანისთვის სოფელში ცხოვრება გაიდეალებულია და ჩვეულებრივ, სუფთა ჰაერთან, ბუნებასთან სიახლოვესა და სიმშვიდესთან ასოცირდება. თუმცა, ამერიკელი სწავლულების ახალი კვლევები აქარწყლებენ მითს ამ მოსაზრებაზე. ექსპერტების თქმით, ქალაქის მცხოვრებლები, სოფლელებთან შედარებით, უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობით გამოირჩევიან. სპეციალისტებმა შეისწავლეს აშშ-ში, მოსახლეობაზე ჩატარებული ორი დიდი კვლევის მონაცემები და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სოფლად მცხოვრებნი უფრო ნერვიულები, ნაკლებკეთილსინდისიერები და გულღიები არიან, ვიდრე ქალაქელები. მკვლევარები ანალიზს „დიდი ხუთეულის“ მოდელის მიხედვით აგებდნენ, რომელიც ადამიანის პიროვნების ხუთი საერთო და შედარებით დამოუკიდებელ თვისებას გულისხმობს: ექსტრავერსიას, კეთილგანწყობას, კეთილსინდისიერებას, ნევროტიზმსა და გახსნილობას გამოცდილებისადმი. აღმოჩნდა, რომ ამერიკელებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, ნევროტიზმის მაღალი დონე აქვთ, ვიდრე ქალაქელებს. მათი ვარაუდით, შესაძლოა, ამის მიზეზი სოფლად ფსიქოლოგიური დახმარების ნაკლებხელმისაწვდომობა იყოს.