ჭიპლარის სისხლმა ქალი შიდსისგან განკურნა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჭიპლარის სისხლმა შიდსით დაავადებულ პაციენტს სიცოცხლე აჩუქა. მედიკოსების თქმით, უკვე 18 თვეა, ნიუ-იორკელი ქალბატონი აღარ იღებს ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს. ქალს დაავადების აღმოჩენიდან ოთხი წლის შემდეგ, მწვავე ლეიკოზი განუვითარდა. ექიმებმა მას ჭიპლარის სისხლი გადაუნერგეს იმ უჯრედებით, რომლებიც ვირუსისგან ლიმფოციტების დამცავ მუტაციას ატარებდნენ. საბედნიეროდ, ტრანსპლანტაციას გართულლებები არ მოჰყოლია. აღსანიშნავია, რომ ეს მსოფლიოში შიდსისგან განკურნების მეოთხე შემთხვევაა, წინა სამ შემთხვევაში მედიკოსებმა, განკურნებისთვის დონორული ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს. სამივე პაციენტი მამაკაცი იყო.