განქორწინება იტალიურად

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

84 წლის იტალიელი ქალბატონი ქმარს იმის გამო ეყრება, რომ არ აქვთ სექსუალური ურთიერთობა. პენსიონერი ქალბატონისთვის ეს უკვე მესამე ქორწინებაა, ყოფილი ორი ქმარი გარდაცვლილი ჰყავს. მან სასამართლოში საჩივარი შეიტანა და მიზეზად მიუთითა, რომ მისი მეორე ნახევარი არ ასრულებს მეუღლის მოვალეობას. მოხუცმა ქალბატონმა ადვოკატიც აიყვანა, რომელიც ყველა ხერხით შეეცადა მის გადარწმუნებას და განცხადების უკან გამოტანას ურჩევდა, მაგრამ სექსის ნაკლებობა იმდენად არ აწყობს მოხუცს, რომ უკან დახევას არ აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ მისმა ქმარმა პოტენციის ასამაღლებელი პრეპარატები უნდა მიიღოს, თუ არადა, მიატოვებს და უფრო ახალგაზრდა საყვარელს გაიჩენს.