ქალმა მკერდის გადიდება ვაზელინით სცადა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

39 წლის არგენტინელი სონია ლანზონი მკერდის გადიდების წარუმატებელი მცდელობის შედეგად გარდაიცვალა. ქალმა გადაწყვიტა, ეს პროცედურა დამოუკიდებლად ჩაეტარებინა და მკერდში ვაზელინის ინექციები გაიკეთა. ამ პროცედურიდან რამდენიმე კვირაში, ფილტვებში თრომბი გაუჩნდა და ფილტვის ემბოლია განუვითარდა. სონიამ საავადმყოფოს მას შემდეგ მიაკითხა, რაც სუნთქვა გაუძნელდა. სიტუაცია იმ ფაქტმაც დაამძიმა, რომ ქალმა თავიდანვე არ გაამხილა, ვაზელინის ინექციები რომ ჰქონდა გაკეთებული. როცა ყველაფერი გაირკვა, უკვე გვიან იყო. როგორც ჰოსპიტლის მთავარი ექიმი ამბობს, მსგავსი რამ არასდროს უნახავს. მედიკოსების თქმით, ადამიანის ორგანიზმი არ არის მომზადებული ვაზელინის მსგავსი სუბსტანციების შესაყვანად, ამიტომ იმუნიტეტი ამ შემთხვევაში, უსარგებლოა - მას არ შეუძლია უცხო ელემენტების უკუგდება. სონიას მკერდში შეყვანილი ვაზელინი სისხლის მიმოქცევაში მოხვდა და სისხლის შედედება და თრომბის წარმოქმნა გამოიწვია. ქალი საავადმყოფოში ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი გადარჩენის ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი კარგი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა და აქტიურად მისდევდა სპორტს.