სტამბულიდან ლონდონში - ავტობუსით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოში ყველაზე გრძელი მარშრუტი ავტობუსით, სტამბული-ლონდონი, რამდენიმე თვეში გავა თურქეთის უდიდესი ქალაქიდან. მას ინდური სექსპედიციო კომპანია განახორვიელებს. ყველაზე გრძელი მარშრუტის სიგრძე 12 ათასი კილომეტრია. ლუქსის კლასის ავტობუსი ევროპის ყველაზე დიდი ქალაქიდან 7 აგვისტოს უნდა გავიდეს, გადალახოს 22 ქვეყნის საზღვარი და დანიშნულების ადგილზე - ნისლიანი ალბიონის დედაქალაქში, 56 დღეში ანუ 1 სექტემბერს უნდა ჩავიდეს. ამ ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლის მსურველებს აჩქარებას ურჩევენ, რადგან ადგილები შეზღუდულია. მგზავრობის ღირებულება 24 ათას დოლარზე მეტია. გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, დღეისთვის, ყველაზე გრძელი საავტობუსო მარშრუტი მსოფლიოში, პერუს დედაქალაქ ლიმასა და ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს აკავშირებს. მათ შორის 6 300-კილომეტრიანი გზაა.