სიყვარულის საპოვნელად - არდადეგებზე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთში ათამდე პროფესიულ-ტექნიკურმა კოლეჯმა სტუდენტები ერთკვირიან საგაზაფხულო არდადეგებზე გაუშვა, რათა ახალგაზრდებმა სიყვარული იპოვონ. სასწავლებლები ამგვარად აპირებენ, ხელი შეუწყონ ქვეყანაში შობადობის დონის ამაღლებას. „დასასვენებლად იმ იმედით ვუშვებთ მოსწავლეებს, რომ შეძლებენ ბუნებით ტკბობას, შეიყვარებენ ცხოვრებას და სიყვარულსაც იპოვნიან“, - აცხადებს ერთ-ერთი სასწავლებლის დეკანი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შობადონის დონე კატასტროფულად იკლებს. ერთი წლის განმავლობაში (2021-2022 წლები), ჩინეთის მოსახლეობა 850 ათასით შემცირდა. ამიტომ, ხელისუფლების დახმარებით, ადგილობრივი კომპანიები, პროვინციები, სოფლები სხვადასხვა მეთოდებით ექსპერიმენტებს ატარებენ, რათა ადამიანებს დაოჯახება აიძულონ. მაგალითად, 30-დღიან „საქორწინო შვებულებას“ სთავაზობენ, ან ქალაქელ ქალებს მოუწოდებდნენ, სოფლებში წავიდნენ და იქაურ ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვდნენ.