პომიდორი უნაყოფობის წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის კლივლენდის კლინიკის სწავლულების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნაერთი ლიკოპინი, რომელიც პომიდორს წითელ ფერს აძლევს, მამაკაცის ფერტილობის მაჩვენებელს ზრდის. აღმოჩნდა, რომ ეს ნაერთი სპერმატოზოიდების რიცხვის 70%-ით ზრდას იწვევს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 100-დან 45 შემთხვევაში, წყვილის უშვილობის მიზეზი სწორედ მამაკაცია. ლიკოპინზე ჩატარებულმა თორმეტმა კვლევამ დაადასტურა, რომ სპერმატოზოიდების რიცხვის გარდა, ნაერთი ზრდის მათი გადაადგილების სიჩქარეს, ამცირებს დაზიანების ხარისხსა და ანომალიური სპერმატოზოიდების რიცხვს. ჯერჯერობით, ლიკოპინის მოქმედების მექანიზმი უცნობია. კვლევის ავტორების თქმით, არის იმის მონაცემებიც, რომ ლიკოპინი მამაკაცის ორგანიზმს პროსტატის დაავადებისგანაც იცავს და კიბოს განვითარებასაც კი ახერხებს.