სუნამო წიგნის სუნის მოყვარულებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთში ახალი პარფიუმი გამოუშვეს მათთვის, რომლებსაც წიგნების სუნი უყვართ. Diptyque-სთვის შექმნილ არომატში - L’Eau Papier იგრძნობა ქაღალდისა და მელნის სურნელი, ასევე მუშკის, მიმოზას და სეზამის არომატიც. „დაიწყეთ სუფთა ფურცლიდან. ნება მიეცით მელანსა და იდეას ალაპარაკდნენ“, - ამ შთაგონებით იხელმძღვანელა პარფიუმერმა ფაბრის პელეგრინმა, ახალი სუნამოს შექმნისას. სიახლის ფასი 125 დოლარიდან იწყება. სპეციალისტებმა დიდი ხნის წინ შეამჩნიეს, რომ ძველი წიგნების არომატი ბევრი ადამიანისთვის, ვისაც კითხვა უყვარს, ერთ-ერთი საყვარელი სურნელია. აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე პარფიუმერებმა საექსპერიმენტოდ სუნამოები მეტროსა და ნესტიანი მიწის არომატითაც წარადგინეს. მიიჩნევენ, რომ ისინიც უჩვეულო არომატების ტოპ-ჩამონათვალში შედიან.