გულის ოპერაცია - დედის საშვილოსნოში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიუ-დელის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის ქირურგებმა, 28 კვირის ნაყოფს გულის ოპერაცია დედის მუცელშივე გაუკეთეს. ამ სამედიცინო საოცრებას სულ რაღაც წუთნახევარი დასჭირდა. ქირურგიული ჩარევა ემბრიონის ყურძნის მარცვლის ზომის გულზე მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი სისხლძარღვის სარქველი დაიბლოკა. ოპერაცია დაბადების შემდეგ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით ჩატარდა. 28 წლის დედას მანამდე სამჯერ მოეშალა მუცელი და განადგურებული იყო, როცა შეიტყო, რომ შესაძლოა, ბავშვს გულის მძიმე დაავადება ჰქონოდა. ამ ფილიგრანული ოპერაციისას, ინდოელმა ქირურგებმა პაწაწინა ნემსით შეძლეს ნაყოფის გულის სარქველის ამუშავება, რის შემდეგაც მას სისხლის ნორმალური მიწოდება აღუდგა. აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ, მსგავსი ოპერაცია იაპონიაში ჩატარდა - 25 კვირის ნაყოფს აორტის სარქველის სტენოზი დაუდგინდა. ბავშვი 2021 წლის ოქტომბერში დაიბადა და თავს კარგად გრძნობს.