სპრეი ვიაგრას ნაცვლად

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავსტრალიელმა სწავლულებმა ბიოკომპანია LTR Pharma-დან, ერექტილური დისფუნქციის სამკურნალოდ ცხვირის სპრეი შექმნეს. ის ათჯერ უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ვიაგრა. პრეპარატი ფარმაცევტულ ბაზარზე გასაყიდად 2025 წელს გამოვა, თუკი მასშტაბური კვლევები წარმატებული აღმოჩნდება. აღსანიშნავია, რომ ვიაგრა ერექციას სასქესო ორგანოში კუნთოვანი კედლების მოშვების წყალობით იწვევს. ეფექტი პრეპარატის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ დგება. ამის გამო, მამაკაცებს უწევთ, ეს აბი წინასწარ მიიღონ. სპრეი SPONTAN კი საშუალებას იძლევა, მამაკაცი მზად იყოს დაუგეგმავი სექსისთვისაც. პრეპარატი მოქმედებას, მიღებიდან 5-15 წუთში იწყებს.