ტრამპი მემუარებს წერს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Newsmax TV-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ამჟამად მემუარების წერითაა დაკავებული. წიგნში მოთხრობილი იქნება, როგორ დაიკავა მან პრეზიდენტის თანამდებობა და როგორც გაატარა ეს წლები თეთრ სახლში. ტრამპის მტკიცებით, მომავალი ნაშრომი მკითხველებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ყოფილი პრეზიდენტის ინფორმაციით, მის მემუარებზე უფლების მოსაპოვებლად უკვე არაერთი სერიოზული გამომცემლობა იბრძვის. ტრამპს წიგნის დასრულებისა და მისი გამოსვლის სავარაუდო თარიღი არ დაუსახელებია.