დიდ ბრიტანეთში, მდინარეს რობოტი-ზვიგენი წმენდს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდ ბრიტანეთში, მდინარე ტემზას რობოტი-ზვიგენი წმენდს. აპარატი მდინარეში ცოტა ხნის წინ ჩაუშვეს, თუმცა მან უკვე ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა. რობოტის შემქმნელების თქმით, „ჭკვიან“ ზვიგენს, დღე-ღამის განმავლობაში, შეუძლია 23 ათასამდე პლასტმასის ბოთლისა და ნახევარ ტონამდე სხვა ნარჩენის შეგროვება. მანქანა ელექტროდენზე მუშაობს და ერთი დამუხტვით, შეუძლია, წყალზე 5 კილომეტრი გაცუროს. მუშაობისას არ ხმაურობს და არ აქვს მავნე გამონაბოლქვი. გარდა ნაგვის შეგროვებისა, მცურავი აპარატი წყლის ხარისხზეც აგროვებს მონაცემებს. რობოტი-ზვიგენი უკვე გაყიდვაშია, მისი ფასი 24 500 დოლარს აღწევს.