სიმსივნეს მალარიით დაამარცხებენ?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მალარიის დახმარებით, შესაძლოა, სიმსივნური დაავადებების დამარცხება, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სწავლულები. ეს აღმოჩენა ფეხმძიმეებზე მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდებისას გაკეთდა. ნახშირწყალი, რომელსაც მალარიის პარაზიტი უერთდება პლაცენტაში, იმ ნახშირწყლის იდენტურია, რომელსაც კიბოს უჯრედები შეიცავს. პლაცენტაში ნახშირწყალი სწრაფ ზრდაზეა პასუხისმგებელი და იწვევს სიმსივნური წარმონაქმნის ზრდასაც. როცა მალარიის პარაზიტი კიბოს უჯრედებს „მიუსიეს“, ის მაშინვე ნახშირწყლისკენ გაემართა. მრავალრიცხოვანმა ტესტებმა აჩვენა, რომ მალარიის ცილისა და ტოქსინის კომბინაციას შეუძლია ყველა ტიპის კიბოს 90%-ს შეუტიოს. ეს თეორია სწავლულებმა უკვე შეამოწმეს ლაბორატორიულ თაგვებზე. შედეგად აღმოჩნდა, რომ ახალი მეთოდით, სიმსივნის ზომა სამი მეოთხედით შემცირდა, ზოგ მღრღნელებში კი ის საერთოდ გაქრა. კლინიკური კვლევების დაწყებას დანიელი მეცნიერები უახლოეს ოთხ წელიწადში აპირებენ.