სელფის საწინააღმდეგო აბებს ყიდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნისლიან ალბიონზე, სელფი-დამოკიდებულების საწინააღმდეგო აბების გაყიდვა დაიწყეს. მას არ აქვს წამლის ეფექტი და მხოლოდ სუნთქვას ასუფთავებს. ის შეიძლება კარგი საჩუქარი აღმოჩნდეს სელფი-დამოკიდებული ადამიანებისთვის. ახალი აბების გასაყიდად სპეციალური საიტიც კი შექმნეს AntiSelfieTabs.com. ახალი „პრეპარატის“ ღირსებებში მითითებულია მისი დაბალი ფასი, უნიკალურობა, სიახლე და მთავარი - მისი ანონიმურად გაგზავნის შესაძლებლობა. ეს „სიამოვნება“ დაახლოებით 10 ფუნტი სტერლინგი (15 დოლარი) ღირს. „წამლის“ ერთ შეკვრაში 36 პიტნის კანფეტია.